LESS IS MORE
product designers application

პლატფორმა Georgian Objects და გალერეა weseeitems წარმოგიდგენთ ერთობლივ კონკურსს სახელწოდებით „Less is More - Less texture, More design”.


კონკურსი მიზნად ისახავს ავეჯის ისეთი ობიექტების წარმოჩენას, რომლებიც შექმნილია ნაკლები მასალის გამოყენებით, მაგრამ მაღალი დიზაინერული ღირებულებით. კონკურსი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ისე მოქმედი დიზაინერებისთვის.


მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ:

  • ავეჯის ესკიზები
  • და მისი 3D ვერსია (მაგ. მაკეტი ან 3D მოდელი)

შერჩეული ნამუშევრები იქნება გამოფენილი 25 ოქტომბერს გალერეა weseeitems-ის სივრცეში.

გამოფენის ფორმატი მოიცავს როგორც პრინტებულ ესკიზებს, ასევე 3D ობიექტებსა და მაკეტებს.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი.


მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ავეჯის დიზაინი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას:

  • საცხოვრებელ სივრცეში
  • საოფისე გარემოში
  • კომერციულ ობიექტებში

ნამუშევრები შეიძლება მოიცავდეს: მაგიდას, სკამს, ტუმბოს, ბენჩს, სანათს - ანუ მარტივ, პრაქტიკულ და ფუნქციურ ავეჯს.


შერჩევის პრინციპები:


პირველ ეტაპზე, შეირჩევა მონაწილეთა მიერ გამოგზავნილ ესკიზები და კონცეფციები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:


1. მასალა - რაც შეიძლება ბიუჯეტური და ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი (მაგ: ფანერა, MDF, შპონი, მეტალი, ტექსტილი...).

2. კონსტრუქცია - მარტივად აწყობადი / ტექნიკურად მარტივი / ხელმისაწვდომი მცირე წარმოებისთვის.

3. ფუნქციურობა - რეალურად გამოსაყენებელი ყოველდღიურ გარემოში.

4. ესთეტიკა - გემოვნებით შესრულებული, საჭიროებისამებრ მინიმალისტური, მაგრამ გამომსახველი.

5. (არასავალდებულო) - ეკოლოგიურობა, გონივრული მასალის ხარჯვა ან გადამუშავებადი ელემენტები.

6. იდეის გადმოცემის სისუფთავე - წარმოდგენილი ვიზუალური მასალის სიზუსტე და არგუმენტაცია.


მეორე ეტაპზე შერჩეულ მონაწილეებთან გაიმართება გაცნობა და გასაუბრება, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დრო მაკეტების/3D მოდელების დასამზადებლად.


მესამე ეტაპზე დაიწყება გამოფენისთვის მზადება და თავად გამოფენის ჩატარება.


კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს მეილზე: hi@weseeitems.com


კონკურსში მონაწილეობის საფასური 30 ლარს შეადგენს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს თანხა არ ბრუნდება შერჩევის შემთხვევაში უარყოფითი პასუხის მიღებისას.


საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი

მიმღები: იმ ლიკა გოროზია

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE27BG0000000590654373


აპლიკაციის შევსების შემდგომ ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ მეილზე.

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი იდეის ესკიზი და კონცეფცია PDF ფორმატში ასევე გთხოვთ ატვირთოთ მონაწილეობის საფასურის გადახდის ქვითარიც.
(ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი ინგლისურად, მაგალითად: Sakheli_Gvari.pdf),